მამუკა მდინარაძე არ პასუხობს კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ პასუხობს უნდა დაიწყოს თუ არა მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება და აცხადებს, რომ „ეკლესიას უნდა მოვუფრთხილდეთ“.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მეუფე იაკობის განცხადებების არ სჯერა.

„აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან, მე რომ დავიწყო შეფასება იმის, ეს ადამიანი უნდა წასულიყო თუ - არა. ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, თავისი ადგილი და განსაკუთრებული როლი აქვს ეკლესიას და თავისი როლი აქვს სახელმწიფოს. სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ერთმანეთის საქმეებში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეკლესიის განსაკუთრებული როლი წარსულში, აწმყოსა და მომავალში და პატივი უნდა ვცეთ ამ ყველაფერს. რაღაც პოლიტიკური განცხადებების კეთებას განსხვავებით მავნებლური ძალისგან, რომელიც ამ ყველაფერს " კარგად" იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, არ უნდა გავაკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც დააზიანებს ეკლესიას, სახელმწიფოებრიობას, სეკულარიზმის პრინციპს. უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და განსაკუთრებულად ეკლესიას და პატრიარქს. ამიტომ ამაზე პოლიტიკური განცხადებები არის მიუღებელი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო