20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ამ წუთებში გამოაცხადა.

კახა ღავთაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კახა ღავთაძემ ბრალი აღიარა.

20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინაღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს