მამუკა მდინარაძე - დღეს 2 კომიტეტზე ვიხილეთ კრიტიკის, პოპულიზმის და დემაგოგიის ახალი სტილი - "ვეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვიჩხუბო"

დღეს ჩვენ 2 კომიტეტზე ვიხილეთ ახალი სტილი კრიტიკის, პოპულიზმის და დემაგოგიის - "ვეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვიჩხუბო", განსაკუთრებით ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთისგან,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კრიტიკას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიცია ხვდება, რომ გარკვეულ საკითხზე დაუთანხმებლობა წამგებიანია, მაგრამ მაინც აკრიტიკებენ მათ მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს.

"ასე მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც. მათ ჰქონდათ თავიანთი კანონპროექტი წარმოდგენილი, რომელზეც იცოდნენ, რომ აპრიორი არ იქნებოდა მხარდაჭერილი, ვერ იქნებოდა მხარდაჭერილი ბლოკებთან დაკავშირებული არგუმენტის გამო, როცა პარტიების განვითარებაზე ვლაპარაკობთ და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პარტიები კი არ განვითარდნენ, არამედ გამოიყენეს ეს იმისთვის, რომ დაფინანსებები მიეღოთ ბიუჯეტის და ხალხის ფულიდან. რამდენიმე ასეულ ათას ლარზე იყო ლაპარაკი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სესიაზე გავა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ის კანონპროექტიც, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა მამუკა კაციტაძემ. კერძოდ, რეგიონულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით.

"პარტიები ამას თავის სიის ფორმირების დროს აუცილებლად ითვალისწინებენ. ეს არის დამზღვევი, მაგრამ ამის საკანონმდებლო მოწესრიგებაზეც იყო საუბარი. თუ ამაზეც იქნება რაღაც კონსესუსური ვარიანტი, შეიძლება ამაზე ვიფიქროთ კიდეც,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილა. კომიტეტის სხდომას არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო