რომან გოცირიძე - კარგი იუმორი ჰქონია ამ ჰაკერს, ვინაიდან მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა კომპიუტერებში მიუვიდათ მაღალჩინოსნებს

შეშინებულები არიან სახელმწიფო უწყებებში. კარგი იუმორი ჰქონია ამ ჰაკერს, ვინაიდან მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა კომპიუტერებში მიუვიდათ, მაღალჩინოსნებს ვგულისხმობ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჰაკერული თავდასხმის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ეს ხელისუფლების „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა, რომ შემდეგ იყოს ვინმეზე გადაბრალება.

„მაგალითად, თქვან, რომ ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ", მიშამ უკრაინიდან. ან ვთქვა, რომ ეს არის ჩემი ორგანიზებული. ჩავიდინე სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაული, ოღონდ ნასვამმა. ვთქვა რომ, დღეს დილით ორი ჭიქა არაყი გადავკარი და დამნაშავე არ ვარ, რადგან ნასვამი ვიყავი. იმის გამო, რომ მეუფე იაკობი ნასვამი იყო, გამოძიებას არ დავიწყებთო. თუ ნასვამობაა ალიბი, ვიტყვი, რომ ჩემი ჰაკერული თავდასხმა მოხდა, ოღონდ, სანამ დილით ამას გავაკეთებდი, ორი ჭიქა არაყი დავლიე“, - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა