ზესტაფონში ქალაქის ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ზესტაფონობა 2019" და ღვინის ფესტივალი აღნიშნეს

ზესტაფონში ქალაქის ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ზესტაფონობა 2019" და ღვინის ფესტივალი აღნიშნეს. ორდღიანი სახალხო ზეიმი ლირიული სიმღერის ფესტივალს „სულიკო 2019" - სა და ზესტაფონობას აერთიანებდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

სახალხო ზეიმს, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების - კირიათ ბიალიკის, ტჩევის და ტაურაგეს პირველი პირები, ასევე სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

„ზესტაფონობა 2019"-ის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, გიგანტური ზომის ხაჭაპური იყო, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის გამოაცხვეს. ღონისძიებების ფარგლებში დააჯილდოვეს " ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები". ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებსაც ფულადი პრიზები გადაეცათ.

სახალხო ზეიმს ზესტაფონში მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი ნინო სურგულაძეც ესწრებოდა. მან ზესტაფონელებს, ქალაქის დღესასწაული მიულოცა და 9 ნოემბერს, ქუთაისში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე დაპატიჟა. სხვადასხვა კულტურული, სპორტული თუ მხატვრული ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა,”-აღნიშნულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია