ქეთევან ციხელაშვილი - საუკუპაციო რეჟიმი არ ჩერდება

ატოცსა და სხვა სოფლებში მიმდინარე პროცესები, საუბედუროდ, არის იგივე, რაც 2008 წლიდან დაწყებული ხდება. საუკუპაციო რეჟიმი არ ჩერდება. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ეს არის აპრობირებული მეთოდი ადგილზე სიტუაციის დაძაბვის და საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანის. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, მით უფრო მაშინდელი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონდე პირებისგან ეს რთული მისაღებია , - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საუკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების შეფასებისას გააკეთა.

მინისტრის მტკიცებით, საუკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად განხორციელებული პროვოკაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს თითქმის შეუძლებელს და ახერხებს იმას, რომ ყოველდღიური პროვოკაციების პირობებში დაიცვას მშვიდობა, თუნდაც პირობითი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვეხმარებით კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. დიახ, ატოცელებს, გუგუთიანთკარელებს და 116 სოფლის 50 000-მდე მოსახლეს. 2013 წლიდან უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ვეხმარებით მათ სხვადასხვა ღონისძიებებით. მაგალითად: გაზიფიკაციით, ელექტროფიკაციით, სწავლის სრულად დაფინანსებით, ახლა უკვე იქ წარმოების წახალისებით”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრმა ერთ- ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ჩორჩანას საგუშაგოს აღება, უპასუხა, რომ ეს არის სტანდარტული საგუშაგო, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება და მისი აღება არ იგეგმება.

„ამ საგუშაგოს დანიშნულება არის ემსახუროს მოსახლეობის უსაფრთხოებას. ასეთი საგუშაგოები ვითარების გაკონტროლებისა და სიტუაციის დეესკალაციისთვის არის აუცილებელი. ამიტომ ქართულმა მხარემ თავისი პოზიცია დააფიქსირა, მათ შორის ტექნიკურ შეხვედრებზე, სადაც ეს საკითხი იყო განხილული. ჩვენი მხრიდან აღნიშნული საგუშაგოს არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით არგუმენტები წარმოდგენილი იყო,”- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრმა აგრეთვე ჩორჩანა- წნელისის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეფერხება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაციად შეაფასა.

„ეს იყო პროვოკაცია მათი მხრიდან, როდესაც ევროკავშირის მონიტორების შეფერხება მოხდა. მათ ტერიტორიის დატოვება აიძულეს. ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აქვს გადაადგილების მანდატი. ინციდენტს გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშიროს სპეციალური წარმომადგენლის მხრიდანაც. მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ პროვოკაციების რეჟიმში ვცხოვრობთ ,” - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს