საზოგადოებრივი მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ 20 ივნისს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე სოფო კილაძესთან აქვს კითხვები

პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი ლიდერი, ნოდარ რუხაძე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მას 20 ივნისის და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან აქვს კითხვები.

„დაინტერესდა თუ არა ერთხელ მაინც იმ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობით, რომლებიც დღეს არიან ციხეში და ელოდებიან საბოლოო განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მათ ედავება სახელმწიფო გადატრიალებას და ჯგუფურ ძალადობას. გვაინტერესებს, გამოიყენა თუ არა ჩვენმა დეპუტატმა კანონით მინიჭებული უფლება, რომ მას შეუძლია პატიმრები მოინახულოს ციხეში. ასევე, კითხვებს დავსვამთ ემზარ კვიციანის ცნობილ ინციდენტთან დაკავშირებით: ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა დაარღვია ადამიანის უფლებები უხეშად იმ ღამით და ზოგადად, რა მოიმოქმედა ამასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის დაზარალებულების საკითხი. ჩვენი სახელმწიფო დღეს არ ცნობს არც ერთ ადამიანს დაზარალებულად, რომელმაც დაკარგა საკუთარი ჯანმრთელობა 20 ივნისის ღამეს,"- განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო