„იმედის“ იურიდიული განყოფილების უფროსი - „იმედსა“ და „მაესტროზე“ სავარაუდოდ, კიბერთავდასხმა განხორციელდა - „იმედის“ მაუწყებლობა უკვე აღდგა, ხოლო „მაესტროსი“ ჯერ არა

ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული განყოფილების უფროსის, ანდრო ლაშხის განცხადებით, „იმედსა“ და „მაესტროზე“, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმა განხორციელდა. როგორც ანდრო ლაშხმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმედის“ მაუწყებლობა უკვე აღდგა, ხოლო „მაესტროსი“ ჯერ არა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, რომლის დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, შსს-ს უნდა ჰკითხოთ. „იმედის“ მაუწყებლობა უკვე აღდგა, ხოლო „მაესტროსი“ ჯერ არა და ვერ გეტყვით, ზუსტად როდის აღდგება. ძვირადღირებული ტექნიკაა დაზიანებული. სისტემა სრულად აღმდგარი არაა, ამიტომ შეფერხებებით ვმუშაობთ. ამ მომენტისთვის სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ლაშხმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედსა“ და „მაესტროზე“, სავარაუდოდ, კიბერშეტევა დღეს განხორციელდა. ამას გარდა, დღეს კიბერშეტევა განხორციელდა რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე: ოფიციალურ გვერდებზე ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით "I'll be Back" ("დავბრუნდები").

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა