იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და თამარ ხულორდავამ მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლების კითხვებს არ უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ამისთვის სხვა ფორმატი არსებობს

თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თვლით თუ არა, რომ რუსეთის ციხეებში ადამიანის უფლებები ირღვევა, - მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მარიამ გეგუჩაძის ამ კითხვას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე არ პასუხობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც მიხეილ სარჯველაძე საკონმდებლო ცვლილებებს წარმოადგენდა, მარიამ გეგუჩაძემ კითხვის დასმის უფლება ითხოვა და განმარტა, რომ მისი კითხვა სხდომაზე სარჯველაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეხებოდა. მარიამ გეგუჩაძის მიერ დასმულ კითხვას კომიტეტის სხდომაზე მცირედი ხმაური მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ კითხვებს მინისტრის მოადგილემ შეუძლია სხვა ფორმატში უპასუხოს. მიხეილ სარჯველაძეს კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განუმარტა, რომ მას უფლება ჰქონდა, სხვა ფორმატში გაეცა იმ კითხვისთვის პასუხი, რომელიც კომიტეტზე წარმოდგენილ საკითხს არ ეხება.

"თუმცა, თქვენ თუ გსურთ უპასუხოთ, შეგიძლიათ გასცეთ პასუხი,"- მიმართა სოფიო კილაძემ მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არსებობს ფორმატი და განხილვის წესები და "ახლა არ ღირს ამ კითხვაზე პასუხის მიცემა."

მოგვიანებით, თამარ ხულორდავასთვის კითხვის დასმა სცადა მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა ნოდარ რუხაძემ, რაზეც დეპუტატმა განაცხადა, რომ ყველა კითხვას უპასუხებს, თუმცა შესაბამის ფორმატში.

დეპუტატებს კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ და განაცხადა, რომ ისინი კითხვებს გაურბიან. საპასუხოდ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ პირებს ნებისმიერ ფორმატში შეხვედრას სთავაზობს და ისინი ამაზე თანახმა იქნებიან, თუ მათი მიზანი "კამერების წინ პოზირება" არ არის. მან მოუწოდა „შეცვალეს“ წარმომადგნელებს, რომ "ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის".

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია