ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლების კითხვებმა გამოიწვია, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს, ამ მოვლენების შემდეგ დაკავებულ აქციის მონაწილეებს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ ინციდენტს შეეხებოდა.

ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ როცა საუბარია 20 ივნისზე და ძალის გადამეტებაზე, რა თქმა უნდა, არის ადამინის უფლებების დარღვევის ფაქტებიც. სოფიო კილაძის თქმით, მისი სურვილია დაზარალებულებს მოკლე ვადაში მიენიჭოთ შესაბამისი სტატუსი. მან ასევე განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ სამართალდამცავებიც დააკავეს, რაზეც „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადეს, რომ სოფიო კილაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან აღნიშნული სამართალდამცველები, აქციის მონაწილეებისგან განსხვავებით, ციხეში არ სხედან.

" ნუ ამახინჯებთ ფაქტებს. არც ერთი სამართალდამცველი არ არის ციხეში. მოქალაქეები არიან ციხეში და სამართალდამცველები გარეთ. განსხვავებას გრძნობთ?"- მიმართა ხოშტარიამ სოფიო კილაძეს.

კომიტეტის სხდომაზე ასევე მწვავე კამათი იყო ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ ინციდენტზე.

"ეთიკის სტანდარტების დაცვა მოეთხოვება ყველას. არ აქვს მნიშვნელობა, დეპუტატი იქნება თუ მოქალაქე. ძალადობა არავის მხრიდან არ არის მისაღები და ისიც ბულინგი და ძალადობაა, როცა თავს ესხმიან და შეურაცხყოფას აყენებენ, არც ვერბალური ძალადობაა მისაღები,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.

"აზრის გამოხატვაა ძალადობა? ადამიანის უფლებათა კომიტეტში ხართ ქალბატონო სოფიო. აზრის გამოხატვა და ხელის ჩარტყმა არის ორი სხვადასხვა რამე. სასიამოვნო კი არ არის, მაგრამ იმსახურებს ამ სტვენას,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„შეცვალეს“ წევრები დაინტერესდნენ, რას ნიშნავს "ვერბალური ძალადობა" და რა "ტერმინებს იგონებს" სოფიო კილაძე.

კომიტეტის თავმჯდომარემ მათ დამშვიდებისკენ მოუწოდა.

"პარლამენტია აქ",- განაცხადა სოფიო კილაძემ, რაზეც „შეცვალეს“ ერთ-ერთმა წევრმა ნოდარ რუხაძემ პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები შეახსენა. ასევე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვეს, დამაზუსტებელი კითხვებისთვისაც ეპასუხა, თუმცა, სოფიო კილაძემ კიმიტეტის სხდომა დაასრულა და დარბაზი დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა