ადა მარშანია - მე ხომ არ ვარ გამომძიებელი და მოსამართლე, რომ დავჯდე და განვსაჯო,  ემზარ კვიციანია მართალი თუ ისინი,  ვინც მას თავს დაესხა?!

მე ხომ არ ვარ გამომძიებელი და მოსამართლე, რომ დავჯდე და განვსაჯო, ემზარ კვიციანია მართალი თუ ისინი, ვინც მას თავს დაესხა?!- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ის გამოეხმაურა მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვას ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ ინციდენტზე.

მისივე თქმით, ემზარ კვიციანი სულ სხვა ვერსიას ჰყვება.

"თქვენ აქ გნებავთ თეატრები, დადგმები და ჩვენ აქ მართლა ვმუშაობთ. მე მოგიყვეთ, ახლა სანამ მანქანიდან გადმოვედი და პარლამენტის შენობაში შემოვედი რას სკანდირებდით თქვენ ჩემს მიმართ?"- მიმართა ადა მარშანიამ მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებს.

"ალბათ, რუსეთის მონას," - უპასუხა მას „შეცვალეს“ წარმომადგენელმა ნოდარ რუხაძემ.

ადა მარშანიამ საკუთარ გამოსვლაში მედიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტები პარლამენტში მისი გამოსვლებით არ ინტერესდებიან.

"ნახეთ როგორი მოწადინებულია პრესა? ნახეთ რა აინტერესებთ ამათ? უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიწევს მე პარლამენტში გამოსვლა და სულ არ აინტერესებს ეს პრესას. ძირითადად, მე ვსაუბრობ ქვეყნის გამთლიანების საკითხებზე,"- განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ადა მარშანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა