დონალდ ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ იმ ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ იმ არჩვეულებრივი ძაღლის ფოტოს დეკლასიფიკაცია მოვახდინეთ (თუმცა, გასაიდუმლოებული რჩება მისი სახელი), რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დატყვევებასა და სიკვდილში დიდი წვლილი შეიტანა!“ - წერს ტრამპი.

გავრცელებული ინფორმაციით ძაღლი, რომლის ფოტოც ტრამპმა გამოაქვეყნა, გაქცეულ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს გვირაბში დაედევნა, სადაც მან, სამ შვილთან ერთად, თავი აიფეთქა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026