შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოძიების საგანია მათ შორის წყარო, საიდანაც კიბერშეტევა მომდინარეობს

შს მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, მასობრივი კიბერთავდასხმის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ჯავახაძემ განმარტა, შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გამოძიების საგანია მათ შორის წყაროც, საიდანაც კიბერშეტევა მომდინარეობს.

„კიბერდანაშაული მსოფლიო დანაშაულია და ეს გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მსგავსი დანაშაულები სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებშიც ხდება. ჩვენ გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებით ამ ეტაპზე ახალს ვერაფერს მოგახსენებთ", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გუშინ კიბერშეტევა განხორციელდა რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე: ოფიციალურ გვერდებზე ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით "I'll be Back" ("დავბრუნდები").

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა