ირაკლი აბესაძე მეუფე იაკობის განცხადებაზე - ნათელია, რომ ასეთი მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გაკეთებული განცხადებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

"ნათელია, რომ ასეთი მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმედი, რომ ეს საკითხი დროის გასვლასთან ერთად, საზოგადოებას გადაავიწყდება", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე იაკობის განცხადებებს ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ წარმომადგენლებთან დაკავშირებით. აბესაძის თქმით, ამ საკითხზე გამოძიების დაწყება აუცილებელია და ხელისუფლებამ არსებულ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები უნდა გასცეს.

"ნათელია, რომ ასეთი მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სულ ცოტა იმ თანამდებობის პირთა მხრიდან, რომლებიც მის მიერ იქნა დასახელებული. საერო ხელისუფლების თანამდებობის პირებს არაფერი ესაქმებათ საეკლესიო იერარქებთან, არაფერი ესაქმებათ პატრიარქის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნასთან მიმართებით. ამიტომ ამაზე ცალსახად უნდა დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმედი, რომ ეს საკითხი დროის გასვლასთან ერთად, საზოგადოებას გადაავიწყდება და დაიფარება. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდებები და ხელისუფლებისგან საჭიროებს დამაჯერებელ პასუხებს,"- განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. გუშინ კი მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა