ირაკლი ოქრუაშვილი ახალ ადვოკატთან კომუნიკაციას სასულიერო პირის მეშვეობით ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი ახალ ადვოკატთან კომუნიკაციას სასულიერო პირის მეშვეობით ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოქრუაშვილმა სასამართლოსთვის პენიტენციური დაწესებულებიდან მიწერილ განცხადებაში აღნიშნა.

ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ განცხადებაში ასევე ადვოკატების აცილების შუამდგომლობაც დააყენა.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ პროკურატურისგან გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული მაქვს. შესაბამისად, ახალი ადვოკატის ასაყვანად კომუნიკაცია უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა, ახლო მომავალში თეორიულად შევძლო ჩემთან შემოსული სასულიერო პირის მეშვეობით. ისიც იმ შემთხვევაში, თუკი, ასეთი იარსებებს", - ნათქვამია ოქრუაშვილის განცხადებაში.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილი ასევე ითხოვდა, პროცესის მიმდინარეობაში მონაწილეობის მიღებას. აღნიშნული მოსამართლისთვის გაუგებარი გახდა, ვინაიდან მაღლაკელიძის განმარტებითვე, ოქრუაშვილი თავად აცხადებდა, რომ სასამართლო განხილვებში არ მიიღებდა მონაწილეობას.

„თავად ამბობდა რომ სასამართლო განხილვაში არ მიიღებდა მონაწილეობას. ვერ გავიგე რა სურდა მაშინ, ახლა და ა.შ. მისი პოზიცია ჩემთვის უცნობია", - განაცხადა მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 5 ნოემბერს, 10:00 საათზე დაინიშნა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს