რომან კაკულია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა პირის დაზარალებულად ცნობაზე კანონმდებლობა ისე შეიცვალოს, რომ ასეთ უხერხულობაში აღარ მოგვიწიოს ყოფნა

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა შეიცვალოს ისეთნაირად, რომ ასეთ უხერხულობაში აღარ მოგვიწიოს ყოფნა, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კაკულიამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ აქვთ 20 ივნისს დაშავებულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული. კაკულიას თქმით, მიდგომა, რომლის მიხედვითაც პირის დაზარალებულად ცნობა ხდება, შესაცვლელია, რადგან მან აბსურდული სიტუაცია შექმნა.

„ვფიქრობ, ეს არის კანონმდებლობის და მიდგომის ძალიან დიდი ხარვეზი, რომელიც ასეთ უხერხულობაში მაყენებს მეც და ალბათ, ყველას, ვისაც უნდა, რომ რეალურად იყოს ასახული მომხდარი სიტუაცია იმ შედეგებში, რომელიც დადგება. იმაზე მსჯელობა, რომ მაკო გომური არ დაზარალებულა, მემგონი საერთოდ არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ მესმის ის კანონმდებლობასთან დაკავშირებული განმარტებები, რომელიც პროკურატურაში კეთდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს კანონმდებლობა შეიცვალოს ისეთნაირად, რომ ასეთ უხერხულობაში აღარ მოგვიწიოს ყოფნა. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, მაკო გომურს არ ვუწოდო დაზარალებული. მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ დაკვეთასთან გვაქვს საქმე. არამგონია, არსებობდეს მოსამართლე, რომელსაც კანონმდებლობა აძლევდეს საშუალებას და მან უკან დაიხიოს და მას არ უწოდოს დაზარალებული, მაგრამ ეს ხარვეზი გამოსასწორებელია. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, რომლის მიხედვითაც დღევანდელი კანონმდებლობით ადამიანი სახელდება დაზარალებულად. ამ მიდგომამ მიგვიყვანა ასეთ აბსურდულ სიტუაციამდე, რაც ძალიან სამწუხაროა,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე სასამართლომ 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა