ირაკლი აბესაძე - რომელ თეთრ ფერზე ელაპარაკებით ტაქსის მძღოლებს, როდესაც თბილისის მერმა ერთი ფერის ავტობუსების შეძენაც კი ვერ შეძლო

„რომელ თეთრ ფერზე ელაპარაკებით ტაქსის მძღოლებს, როდესაც თავად თბილისის მერმა ერთი ფერის ავტობუსების შეძენაც კი ვერ შეძლო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დაჯარიმებული მძღოლებისთვის საურავების გაუქმების ნაცვლად, მერიამ „მავნებლური რეფორმა“ უნდა გააუქმოს.

„კანონპროექტი წარმოადგინეთ, რომელიც იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც ამ რეგულაციების შესაბამისად ვერ იმოქმედებენ, ჯარიმებს გაუუქმებს. გამოაცხადეთ, რომ უსამართლო იქნება თუ ისინი ამ ჯარიმებს გადაიხდიან და მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში დაჯარიმებულ 700-ზე მეტ ადამიანს ჯარიმა უნდა მოეხსნას, მაგრამ გავიწყდებათ, რომ უსამართლოა ის რეგულაციები, რომლის გამოც გამოეწერათ ამ ადამიანებს ეს ჯარიმები და სწორედ ეს ჯარიმებია უსამართლო და გამოსაცვლელი. თუმცა დარწმუნებული ვარ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ურჩევნია ის ერთჯერადად 100 ლარიანი ჯარიმა გამოეწეროთ და მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ და თავად გამოკვებონ საკუთარი ოჯახები და არ იყვნენ თქვენი კაპრიზების და ახირებების გამო ასეთ მძიმე მდგომარეობაში.

რომელ თეთრ ფერზე ელაპარაკებით ტაქსის მძღოლებს, როდესაც თავად თბილისის მერმა ერთი ფერის ავტობუსების შეძენაც კი ვერ შეძლო. თქვენივე მერის ადმინისტრაციამ ჩათვალა არასაჭიროდ ერთი ფერის ყოფილიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა იმიტომ რომ მერს კახა კალაძეს მოსწონს თეთრი ფერი დღეს ყველამ თეთრი ფერის ტაქსი უნდა ატაროს“, - განაცხადა აბესაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს