„ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს

სსიპ „ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის, დავით ჯავახაძის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კონკრეტულად ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს.

ჯავახაძისგან მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით თუ არის ვადები განსაზღვრული, რა ვადაშიც ახალი ინვესტორი უნდა წარმოადგინოს კონსორციუმმა და ასევე, თუ არის ჩართული „ანაკლიის განვითარების სააგენტო“ 400-მილიონიანი სესხის ასაღებად ბანკებთან მოლაპარაკებებში.

როგორც ჯავახაძემ განაცხადა, სესხთან დაკავშირებით ორი რაუნდი გაიმართა, რაშიც სააგენტო აქტიურად იყო ჩართული.

„მოლაპარაკებების ორი რაუნდი იყო და ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული. სურვილი გვაქვს ბანკებთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს თუმცა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ შემთხვევაში. რაც შეხება დედლაინებს საინვესტიციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ინვესტორის შერჩევის დედლაინი არ არის, თუმცა არის დედლაინი წლის ბოლომდე სასესხო დაფინანსების და კაპიტალის მოძიების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია ინვესტორის მოძიებასთან, ანუ საკითხები გადაჯაჭვულია ერთმანეთთან“, - განაცხადა ჯავახაძემ.

კითხვაზე, მოესწრება თუ არა დეკემბრის ბოლომდე მიცემულ ვადაში ინვესტორის წარმოდგენა, ჯავახაძემ განაცხადა: „ახალი ინვესტორის წარმოდგენის დრო ნამდვილად არის“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს