ირაკლი კობახიძე - “ნაცმოძრაობას” განშტოებები აქვს, არიან “ნაცები”, “შმაცები” და “შმაცუნები”, მათთან კოალიციის შექმნა გამორიცხულია

განშტოებები აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, არიან “ნაცები”, “შმაცები” და “შმაცუნები”, მათთან კოალიციის შექმნა არის გამორიცხული,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მას ეეჭვება, რომ ოპოზიცია მთლიანობაში 40 პროცენტიან მაჩვენებელს ასცდეს. მისი განცხადებით, ოპოზიციის რესურსი 40 პროცენტია მინუს-პლუსით.

კობახიძემ ასევე ისაუბრა მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობის თაობაზეც. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ჩანს, რომ ხაზარაძე “უფრო მეტად მეორე მხარეს ხედავს თავს ალიანსში”.

„იცით, რომ განშტოებები აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, არიან „ნაცები“, „შმაცები“ და „შმაცუნები“ კოალიციის შექმნა არის გამორიცხული. ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, მაგალითად “პატრიოტთა ალიანსი”, “დემოკრატუული მოძრაობა“, მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ გვინდა 60 პროცენტის აღება. თუ 60 პროცენტს არ ავიღებთ, გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება.

ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და წითელი ხაზები, ამიტომ ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება კოალიცია “ ნაციონალური მოძრაობის” განშტოებებთან და სხვა ორიენტაციის მქონე პარტიებთან. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ განშტოებებს, მათ ეს პრინციპები არ აქვთ. მოვისმინეთ არაერთი განცხადება, რომ თუ “ქართული ოცნება”აიღებს 45 პროცენტს, მაშინ ისინი შექმნიან კოალიციას. მაგალითად, რომან გოცირიძემ გააკეთა ასეთი განცხადება, გამოდის, რომ მათ არ აქვთ პრინციპები. პირდაპირ განაცხადა რომან გოცირიძემ , რომ „ნაციონალური მოძრაობის” და პრორუსული პარტიების კოალიცია შეიქმნება. ეს მათი არჩევანი და ღირებულებებია”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე