სოფო კილაძე ახალგორის მკვიდრის გარდაცვალებაზე - ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს

„ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანები მართლა ასე ბუზებივით არ იხოცებოდნენ“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კილაძე გამოეხმაურა ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებას, რომელიც ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს და ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

„ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა. ადამიანის სიცოცხლე ოკუპანტი რეჟიმის მხრიდან არაფრად არ ფასობს, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველები არიან დევნისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანები მართლა ასე ბუზებივით არ იხოცებოდნენ. სამწუხაროდ, იმდენად მძლავრია ოკუპანტი რეჟიმი, რომ ამ შემთხვევაში არ გვაქვს ხელში ისეთი ბერკეტები, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად დავიცვათ,“ - განაცხადა კილაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს