განათლების ცენტრმა შალვა თადუმაძის განათლების დოკუმენტზე  გამოთხოვილი ინფორმაცია მიაწოდა ანრი ოხანაშვილს, ომბუდსმენს, სერგო რატიანს, ირაკლი აბესაძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და თავად თადუმაძის წარმომადგენელს

გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს მიმართეს სახალხო დამცველის მოადგილეებმა (ორი სხვადასხვა წერილით), პარლამენტის წევრებმა: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ასევე სერგო რატიანმა და ირაკლი აბესაძემ; არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (ოთხი სხვადასხვა წერილით) და თადუმაძის წარმომადგენელმა. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკა ბაღიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რომელმა დაინტერესებულმა მხარეებმა გამოითხოვეს საქართველოს გენერალური პროკურორისა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და რა კითხვები ჰქონდათ მათ.

„საკითხები ეხებოდა შალვა თადუმაძის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე, იმ პერიოდში მოქმედ რეგულაციებს, სწავლების ფორმებს, ზოგადად, განათლების აღიარებას და გათანაბრებას და ა.შ. თითოეულმა მათგანმა ამ დასმულ კითხვებზე მიიღო ამომწურავი პასუხები ცენტრიდან, მათ შორის, მათი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცათ იმ დოკუმენტაციის ასლები, რაც ცენტრში ინახებოდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბაღიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს