გიორგი მარგველაშვილი - როდესაც მე მაყვედრიან ნინო გვენეტაძეს, პასუხად მაქვს, რომ ჩემმა დანიშნულმა კანდიდატმა შესაძლოა, გმირობა არ ჩაიდინა, მაგრამ არ ჩაიდინა ნაძირლობა - განსხვავებით სხვებისგან

როდესაც მე მაყვედრიან ნინო გვენეტაძეს, მე პასუხად მაქვს, რომ ჩემმა დანიშნულმა კანდიდატმა შესაძლოა, გმირობა არ ჩაიდინა, მაგრამ არ ჩაიდინა ნაძირლობა - განსხვავებით ძალიან ბევრი სხვა ადამიანისგან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურდა ნინო გვენეტაძის დანიშვნა და ამავდროულად, მისი დანიშვნა არ უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომელმაც გვენეტაძე „ბრუტალურად განდევნა სასამართლო სისტემიდან“

„ნინო გვენეტაძე არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენმა გუნდმა გავიყვანეთ დახვეწილი პოლიტიკური თამაშის შედეგად იმიტომ, რომ არც „ქართულ ოცნებას“ უნდოდა ნინო გვენეტაძე... გვენეტაძე არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“, პირველ რიგში, ჩემს გამო, მეორე იმიტომ, რომ ნინო გვენეტაძეს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“. ბუნებრივია, გვენეტაძე არ უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ იმიტომ, რომ ნინო გვენეტაძე იყო ის მოსამართლე, რომელიც მათ ბრუტალურად განდევნეს სასამართლო სისტემიდან.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის არის დევნის მსხვერპლი და შემდეგ ტოვებს თანამდებობას, რას ნიშნავს, რომ ის თანამდებობიდან წავიდა, ანუ რაღაცებზე ხელი არ მოაწერა ხომ? როდესაც მე მაყვედრიან ნინო გვენეტაძეს, მე პასუხად მაქვს, რომ ჩემმა დანიშნულმა კანდიდატმა შესაძლოა გმირობა არ ჩაიდინა, მაგრამ არ ჩაიდინა ნაძირლობა - განსხვავებით ძალიან ბევრი სხვა ადამიანისგან. უნდა შევეცადოთ საქართველოში ისეთი პოლიტიკური სისტემა იყოს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ ამბობდეს, რომ დევნის ობიექტია და არ მიდიოდეს თანამდებობიდან... საბოლოო ჯამში, ეს საკითხი საზოგადოებამ მშვიდად გავატარეთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს