ვახტანგ გომელაური - მაკო გომურმა პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მიმართოს, ჩვენ ხომ არ დავიწყებთ გამოძიებას?

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულმა მაკო გომურმა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიმართოს. ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მაკო გომურის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „უსმენენ და მისი „მესიჯები“, რომლებიც 20 ივნისის ღამეს უკავშირდება, იშლება“.

„ძალიან სამწუხაროა. ალბათ, პროკურატურას უნდა მიმართოს, ან თუნდაც ახალ სახელმწიფო ინსპექტორს, მიმართოს და გამოიკვლევენ. ჩვენ გვაბრალებს, როგორც მახსოვს, შსს-ზე ჰქონდა ეჭვი. ჩვენ ხომ არ დავიწყებთ გამოძიებას?! გამოძიება ალბათ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს, თუ საჭიროა... არ ვიცი, ალბათ, თვითონ უნდა მიმართოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა