დავით ზალკალიანი - კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადამიანებს, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ, საშუალება არ ეძლევათ, საოკუპაციო ხაზი გადაკვეთონ

კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, არ ეძლევათ საშუალება, გადაკვეთონ საოკუპაციო ხაზი - ეს არის მართლაც დასაგმობი და ჩვენ ამას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აქტიურად ვახორციელებთ”, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც ის ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა, რომელიც ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს და ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, შეუმსუბუქდეთ ჰუმანუტარული მდგომარეობა.

მისივე თქმით, ყველა ინსტიტუტი, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტი, ასევე შესაბამისი სამინისტროები, აქტიურ ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოთ.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით და არამხოლოდ ვაკვირდებით, არამედ აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს ნაბიჯები გამოხატულია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაში, ჩვენ ვართ მუდმივ კავშირზე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. გუშინწინ გვქონდა შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, სადაც სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა დისკუსია - მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს თემატიკაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც მართლაც ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასია. ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, ადამიანები იღვიძებენ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ გარემოში და არ აქვთ საშუალება, რომ გადაადგილდნენ თავისუფლად, მართლაც კატეგორიულად მიუღებელია და აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ყველა აქტორმა, რომელიც ჩართულია ჟენევის ფორმატში, თანათავმჯდომარეებმა, ეუთომ, ევროკავშირმა, გაერომ და ასევე, აშშ-მ, რომელიც ჩვენი მთავარი სტრეტეგიული პარტნიორია განსაკუთრებული აქცენტები გააკეთონ ამ თემაზე.

გარდა ამისა, ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ გაეროს შესაბამისი ინსტიტუტების წინაშე, ეს ინსტიტუტებია: გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ცენტრი, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი, ეს საკითხი მუდმივად აქტუალურია იმისთვის, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა”,- განაცხადა ზალკალიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო