ვახტანგ გომელაური კიბერშეტევაზე - ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ, ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა

ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ, ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, გომელაურმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები ყველა ქვეყანაში ხდება, დაწყებული აშშ-დან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები.

„ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა. რა თქმა უნდა, იყო შეტევა და მუშაობენ უსაფრთხოების სამსახური და შსს ერთობლივად, ასევე, ჩვენი პარტნიორები არიან ჩართულები საზღვარგარეთიდან და ვფიქრობთ, რომ ალბათ ნახავენ, თუ საიდან იყო. მე ტერმინოლოგიით არ შემიძლია ვილაპარაკო, მუშაობენ და ეს ყველას პასუხისმგებლობაა, როგორც შსს-სი, ასევე უსაფრთხოების. ვმუშაობთ ამ თემაზე. ის, რომ დაცული იყო თუ არა, - ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ და შედიან. სპეციალისტები მუშაობენ და ჯერ არაფერი უთქვამთ, მერწმუნეთ“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე, ასევე მედიასაშუალებებზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო