ლონდა თოლორაია მაკო გომურის მობილურიდან ინფორმაციის წაშლაზე - თუ მოქალაქეს პრეტენზია აქვს, შეუძლია მოგვმართოს, თუ ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამაზე გენპროკურატურა მუშაობს

თუ რომელიმე მოქალაქეს აქვს პრეტენზია, შეუძლია მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მაგრამ თუ ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ეს უკვე ცდება სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებს და ამ მიმართულებით მუშაობს გენერალური პროკურატურა, - ასე უპასუხა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მაკო გომურის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის წაშლასა და მის შესაძლო თვალთვალს შეეხებოდა. მისივე თქმით, ახალი საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება, რომელიც საჯარო მოხელეების ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, გავრცელდება მხოლოდ 1-ელი ნოემბრის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

"ჩვენი საგამოძიებო მოქმედებები ვრცელდება მხოლოდ 1-ელი ნოემბრის შემდგომ ჩადენილ დანაშაულებზე და ჩვენი საგამოძიებო უფლებამოსილება ვრცელდება მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ვერაფერს ვიტყვით. ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია ისაა, რომ დავიცვათ პერსონალური მონაცემები და განვახორციელოთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგი. ამ მიმართულებით თუ რომელიმე მოქალაქეს აქვს პრეტენზია შეუძლია მიმართოს ინსპექტორის სამსახურს ", - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს