ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოფელ ჩორჩანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გამოიძახეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოფელ ჩორჩანაში გუშინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გამოიძახეს. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლობას დღე-ღამის განმავლობაში შეუძლია ჩორჩანაში მისვლა.

„ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივად მუშაობენ ადამიანები. ევროკავშირი შედის დღეც, ღამეც და დადიან. არაფერი მომხადარა. ვინ გითხრათ, რომ გამოიძახეს?! არ გიდასტურებთ, რომ გამოიძახეს. გამოძახება სხვა რაღაცაა და მისვლა და შემოწმება სხვა რაღაც. ჩავიდნენ, ჩვეულებრივ შეამოწმეს. ევროკავშირს ღამეც და დღეც შეუძლია იაროს“, - განაცხადა გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს