„ევროპული საქართველო“ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე,  პარლამენტს დადგენილებით მიმართავს

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, საქართველოს პარლამენტს დადგენილებით მიმართავს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრებმა ოთარ კახიძემ და ირმა ნადირაშვილმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრეს.

„ევროპულმა საქართველომ" მიმართა ოფიციალურად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პრეზიდეტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პირების საქმეზე. მოგეხსენებათ, რომ 28 აგვისტოს სკანდალური შეწყალებები განხორციელდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ. მათ შორის შეიწყალეს უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირები. შემდგომ, „ევროპულ საქართველოს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კორუფციული სქემა ყოფილიყო ამ საქმეების უკან, რაზეც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოვითხოვეთ. სამწუხაროდ, გენერალურ პროკურატურას არ გადაუდგამს ნაბიჯები აღნიშნული შეტყობინების გამოსაძიებლად. დღემდე გამოკითხული არ არის აქტზე ხელმომწერი - პირი საქართველოს პრეზიდენტი, ამავე დროს პროკურატურას არ მოუწოდებია არავითარი შუალედური ინფორმაცია პარლამენტისა და საზოგადოებისთვის, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვინაიდან, ნამდვილად არ ხორციელდება ადეკვატური ქმედებები. ჩვენი გუნდი არეგისტრირებს პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც, ვითხოვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მიღებულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს ყველა გარემოებას, რაც წინ უძღოდა შეწყალებებს. იყო თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შეწყალებული პირების ოჯახებს შორის, იყო თუ არა კორუფციული სქემა აღნიშნულის უკან და რა კრიტერიუმებით შეარჩია შეწყალებული პირები“, - განაცხადა კახიძემ.

მან ასევე მოუწოდა უმრავლესობას მხარი დაუჭირონ დადგენილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, უმრავლესობასაც მოუწევს „პასუხისმგებლობის აღება სკანდალურ შეწყალებაზე".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს