კარლ ჰარცელი ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე - ეს არის ტრაგიკული შემთხვევა - ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ იმაზე, რომ გადაკვეთის პუნქტები გაიხსნას

ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს გადაკვეთის პუნქტები გაიხსნას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი ქალის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 5 სექტემბრის შემდეგ, ჩაკეტილია ახალგორის მთავარი გადასასვლელი, კარლ ჰარცელის შეფასებით, ეს მოსახლეობას ჰუმანიტარულად ცუდ მდგომარეობაში აყენებს.

„ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ამ ქალბატონის გარდაცვალების გამო. ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს გადაკვეთის პუნქტები გაიხსნას, რომელიც ორი თვეა, რაც დაკეტილია და რაც იქ მყოფ მოსახლეობას და მის ჰუმანიტარულ სიტუაციას ცუდ მდგომარეობაში აყენებს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

რაც შეეხება ჩორჩანაში ე.წ საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტს, ჰარცელმა აღნიშნა, რომ ეს მათი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ყოველთვის, არის ადგილზე ყველა იმ მოვლენაზე დასაკვირვებლად, რაც ხდება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და ეს არის მათი ყოველდღიური სამუშაო. ზუსტად ასევე ხდება ჩორჩანაშიც. აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, ისევე როგორც წინა კვირის განმავლობაში. თუ უფრო მეტი ანგარიში იქნება მოწოდებული არსებული ვითარების შესახებ, გვეცოდინება. გუშინდელი გასვლა იყო ჩვეულებრივი პროცესი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის", - აღნიშნა ელჩმა.

არსებული ინფორმაციით, ახალგორის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა. თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მას თბილისში გადაყვანაზე უარი უთხრეს. მარტიაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა