რომან გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებაზე - საკითხი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საეკლესიო გადატრიალება, რომელსაც ხელისუფლება აწყობდა

საკითხი ეხება სკანდალურ თემას, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საეკლესიო გადატრიალება, რომელსაც ხელისუფლება აწყობდა. ამიტომ, ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების საკითხს გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, საქმის გამოუძიებლობა ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის აღიარება იქნება.

“როდესაც ეკლესიის უმღლესი იერარქი ამბობს ერთს და მინისტრები ამბობენ მეორეს, თავისთავად, ეს უკვე არის გამოძიების საგანი. რომელს დავუჯეროთ, ერთს თუ მეორეს? მითუმეტეს, იკვეთება აშკარად დანაშაულის ნიშნები. მითუმეტეს, საკითხი ეხება ისეთ სკანდალურ თემას, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საეკლესიო გადატრიალება, რომელსაც ხელისუფლება აწყობდა. ძალიან კარგად ვიცით ხელისუფლების კავშირი საპატრიარქოსთან, თუ როგორ დაიარებოდნენ საპატრიარქოში მინისტრები, პროკურორები და როგორ წყდებოდა დეკანოზ მამალაძის საქმე, არა სასამართლოში, არამედ საპატრიარქოს კულისებში. ამიტომ, ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული. თუკი ხელისუფლება არ გამოიძიებს, ფაქტობრივად, მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება იქნება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

თავის მხრივ, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ დღეს განაცხადა, რომ მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო