„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი - თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, ყველაფერს მოვყვები, რა და როგორ იყო

გეტყვით, რა მაძლევს იმედს - გვყავს კიდევ ერთი ინვესტორი დარჩენილი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი ამ პროექტიდან. თუ ეს ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოვყვები, რა იყო და როგორ იყო ზუსტად, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, თუ რას ეფუძნება მათი ოპტიმიზმი და სჯერათ თუ არა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, ანაკლიის პორტის პროექტს ჯერ კიდევ აქვს განვითარების პერსპექტივა.

„გეტყვით რა მაძლევს იმედს - გვყავს კიდევ ერთი ინვესტორი დარჩენილი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი ამ პროექტიდან. ეს არის უმსხვილესი ამერიკული ფონდი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები. მთავრობასაც ჰქონდა შეხვედრა და მე იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დროში იქნება წარმატებით დასრულებული ეს მოლაპარაკებები. ჩვენ მათთან, პრაქტიკულად, კომერციული მოლაპარაკებები დასრულებული გვაქვს, ახლა უნდა დასრულდეს ფორმალობა და მერე მათი ოფიციალურად წარდგენა ამ პროექტის ინვესტორებად. ეს არის ერთადერთი, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ არ დავიბრალოთ არავისგან დესტრუქციულობა და იმედი ვიქონიოთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელების. თუ ეს ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოვყვები, რა იყო და როგორ იყო ზუსტად. ამ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია, ყველამ შევინარჩუნოთ კონსტრუქციულობა, ყველამ შევინარჩუნოთ იმედი და ვიმუშაოთ ამ სამი საკითხის გადასაჭრელად - ინვესტორის შემოყვანაზე, ბანკების პირობებისა და ოპერატორის პირობების დაკმაყოფილებაზე. დაველოდოთ, დრო არის ორი თვე კიდევ და ყველაფერი გამოჩნდება ცხადად“,- განაცხადა ლევან ახვდელიანმა.

მან ასევე განმარტა, რომ მთავრობის კრიტიკას არ მორიდებია და არაერთხელ უთქვამს, რომ იყო ქმედებები, რომლებმაც დააზიანა პროექტი და რომლებიც ართულებს ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა