ფოთში, საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა

ფოთში, საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. დაპირისპირება საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებსა და უმრავლესობას შორის სააღმზრდელო დაწესებულებების შესახებ საკითხის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

ხმაური ასევე მელიორაციის სამსახურის შექმნის საკითხს მოჰყვა. მათი მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც ახლად შექმნილ სამსახურში დასაქმდებიან, ხელისუფლების მხარდამჭერები იქნებიან და მათ მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს. უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა