ვახტანგ გომელაურმა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ბაზა დაათვალიერა

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ბაზა დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მინისტრი ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ვახტანგ გომელაური ბაზაზე წვრთნების პროცესს დაესწრო და სასწავლო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამავე ბაზაზე მომუშავე პირად შემადგენლობასაც შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა