ირმა ინაშვილი გია ვოლსკის - ჩვენ რომ ყური დაგვიგდოთ, ქვეყანა მუდმივად არ იქნებოდა რუსეთთან საომარი ვითარების საფრთხის ქვეშ!

გია, ჩვენ რომ ყური დაგვიგდოთ, ქვეყანა მუდმივად არ იქნებოდა რუსეთთან საომარი ვითარების საფრთხის ქვეშ! ჩვენ რომ ყური დაგვიგდოთ, აღმოაჩენთ, რომ რასაც ჩვენ გეუბნებით, იგივეს გეუბნებათ ევროპის არა ერთი ქვეყნის ლიდერი - რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი!, - ასე პასუხობს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი უმრავლესობის ლიდერს, გია ვოლსკის.

„ჩვენ რომ ყური დაგვიგდოთ, მხოლოდ სასიკეთო იდეებს მოისმენთ ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის და ცუდია, რომ ყურს არ გვიგდებთ და პირადად შენ ასე გაუაზრებლად აკეთებ გაბრაზებულ კომენტარებს. მუდმივად უსამართლოდ გვკბენ და გაუგებარია, რატომ.

ჩემთვის რომ ყური დაგეგდო, აღმოაჩენდი, რომ სახელმწიფოს არ ვადანაშაულებ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ნუ შეგყავს საზოგადოება შეცდომაში. მე ვადანაშაულებ ფსევდოლიბერალურ ძალებს, როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნით და ძალზედ კონკრეტული მაგალითი მოვიხმე, რას გეგმავდა "თავისუფლების ინსტიტუტი" ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ „ვარდების რევოლუციის" შემდეგ!

ასე რომ, ჩემს აზრებს ნუ ამახინჯებ! ბოლოს, ჩვენთვის, რომ ყური დაგეგდოთ და კოჰაბიტაცია არ გამოგეცხადებინათ, დღეს ბევრად მშვიდი ვითარება იქნებოდა ქვეყანაში.

აქვე მინდა შეგახსენო, რომ მუდმივად თავად მაიძულებ გიპასუხო. ჩემი აზრების დამახინჯების ფუნქცია რატომ იტვირთე, გაუგებარია. არავინ დაგაჯილდოვებს ამის გამო, გარწმუნებ!“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

გია ვოლსკიმ „პატრიოტთა ალიანსის" შესახებ განაცხადა: „მათ რომ ყური დაუგდო, კრემლში ან დუმაში წასვლით შეიძლება, სახელმწიფოს პრობლემები მოგვარდეს და ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. მათ რომ ყური დაუგდო, ეკლესიასთან რაღაც საფრთხეები არსებობს, რომელსაც თურმე, სახელმწიფო წარმოშობს. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვის რა დამოკიდებულება აქვს, ვინ პოპულისტია და ვინ რეალისტი“.

აღნიშნულ ინფორმაციას „პატრიოტთა ალიანსი“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო