აკაკი ზოიძე - რამდენიმე დღის წინ მოვუწოდე ტელევიზიებს, რომ „პალიტრა მედიის” მსგავსად, უარი ეთქვათ აზარტული თამაშების რეკლამაზე - კარგია, რომ პირველმა არხმა უარი თქვა

თამაშების აგრესიული რეკლამის შეზღუდვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს გავაგებინოთ, რომ ფულის მოპოვების ეს იოლი გზა არის გზა არსაით, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს აზარტული თამაშების რეკლამირების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, რეკლამის შეზღუდვას მიესალმება, თუ მთლიანად არა, პრაიმ ტაიმში მაინც.

„მე რამდენიმე დღის წინ მოვუწოდე ყველა ტელევიზიას, რომ „პალიტრა მედიის” მსგავსად ნებაყოფლობით უარი ეთქვათ აზარტული თამაშების რეკლამაზე. თუ მთლიანად არა, ყოველ შემთხვევაში პრაიმ ტაიმში და იმ დროს, როდესაც არასრულწოვნები უყურებენ ტელევიზორს. ძალიან კარგია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთლიანად უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისაბაძი. კარგად მესმის კომერციული ინტერესები, რომ მასმედიას სჭირდება რესურსები, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი იქნება სასიკეთოდ”, - განაცხადა ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა