ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები შშმ, სსმ ბავშთა და მოზარდთა დღის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები შშმ, სსმ ბავშთა და მოზარდთა დღის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, დღის ცენტრების გაერთიანების წარმომადგენლებმა დეპუტატებს იმ საჭიროებების და პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზრდილებს აწუხებთ.

შეხვედრაზე 2020 წლის ბიუჯეტში ასახული დღის ცენტრების დაფინანსებისა და სხვადასხვა პროგრამების საკითხზე იმჯელეს, განხილვას ესწრებოდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.

„სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ნაბიჯები გადადგას და ამ მხრივ ნამდვილად გვაქვს პროგრესი წინა წლებთან შედარებით, თუმცა ჯერ კვლავ გვრჩება გამოწვევები. ჩვენ დღის ცენტრებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და დღესაც მაქსიმალურად ვეცდებით მათი საჭიროებები 2020 წლის ბიუჯეტში ავსახოთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა