„ლელომ” „თბილისი ცენტრალში” "ღია ოფისი" გახსნა

„ლელომ” „თბილისი ცენტრალში” "ღია ოფისი" გახსნა. ოფისში ამ წუთებში პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. „ლელოს“’ ლიდერი მამუკა ხაზარაძე რეგისტრაციის თითოეულ მსურველს ხვდება.

როგორც “ლელოს” სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, “ლელო” კარს ხსნის და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იწვევს პოლიტიკურ პლატფორმაში გასაერთიანებლად.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის, მათთვის აზრის კითხვის გარეშე ვერ მოახერხებს. ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა და გამჭვირვალობა, რომლის დემონსტრირებასაც დღეს აქ შექმნილი სივრცე აკეთებს. ამ ღიაობის და გახსნილობის პრინციპს ჩვენ ვუერთგულებთ ახლაც, როცა ოპოზიციური პლატფორმა ვართ და მას შემდეგაც, როცა ვიქნებით ხელისუფლებაში”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო