მამუკა ხაზარაძე - სიტყვა „გვეშველება რამე?“ ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ

ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ნიჰილიზმის დაძლევა, იმ მდგომარეობის დაძლევა, სადაც ადამიანები ამბობენ, გვეშველება რამე? ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან. ჩვენ ნამდვილად გვეშველება, თუ ვიდგებით ერთად და ამ უსამართლობას დავძლევთ ერთიანად, - ამის შესახებ „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „თბილისი ცენტრალში”, პარტიის „ღია ოფისის” გახსნაზე განაცხადა, სადაც პარალელურად პარტიის რიგებში მოქალაქეთა გაწევრიანება მიმდინარეობს.

ხაზარაძის თქმით, მსგავსი „ღია ოფისები” გაიხსნება ქვეყნის რეგიონებში და დიდ ქალაქებში. მისივე განცხადებით, „ლელო” ყველა სოფელში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება.

„ეს არის ადგილი, სადაც რიგითი მოქალაქეები შეგვხვდებიან, გაწევრიანდებიან ჩვენს პარტიაში და თქვენთან ერთად დავგეგმავთ იმ გამოსავლის გზებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელსაც პარტიის დაფუძნებაზე გაგაცნობთ, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება. დღეიდან ჩვენ გავხსენით ეს კარი, რასაც ჰქვია ურთიერთობა, ერთად ყოფნა, გაზიარება, ახალი გამარჯვებული საქართველოს შექმნა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ შეირჩა ოფისის გასახსნელად კონკრეტულად “თბილისი ცენტრალი”.

„ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ საქართველოს დანაწევრება დასრულდეს. ეს არის ადგილი, სადაც ყველა წელიწაში ერთხელ მაინც მოვდივართ ხოლმე. ეს არის ადგილი, საიდანაც მოვემგზავრებით, ან მივემგზავრებით და ეს არის შეხვედრის ადგილი. სადგური არის ისტორიულად შეხვედრის ადგილი და ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იქ, სადაც სხვადასხვა პროფესიის, ეროვნების თუ რელიგიის ადამიანები იკრიბებიან და გვინდა, რომ მათ შუაგულში ვიყოთ, შევხვდეთ ყოველდღიურად, ვესაუბროთ და მათი გაჭირვება გავიგოთ უფრო კარგად”,-განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა