ანა ნაცვლიშვილი - იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა თავად მიხედოს შეწყალების საქმეს, ცდილობს როგორმე სხვებს მიაჩეჩოს ეს ტვირთი, რაც სავალალოა

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა თავად გამოიჩინოს შინაგანი ძალა, გონიერება, პასუხისმგებლობა, რომ თვითონ მიხედოს შეწყალების საქმეს, ახლა ცდილობს როგორმე სხვებს მიაჩეჩოს ეს ტვირთი, ეს არის სავალალო, - ამის შესახებ “ლელოს” სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა “ინტერპრესნიუსს” შეწყალების ახალ წესზე პრეზიდენტის მიერ შემუშავებული პროექტის თაობაზე განუცხადა, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, კონკრეტულ შინაარს თუ რა ჩაიწერება პროექტში, “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან სავალალო პროცესს, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი ვერ ართმევს თავს იმ ერთადერთ პასუხისმგებლობას, რომელიც კონსტიტუციამ ექსკლუზიურად მას დააკისრა. ნაცვლად იმისა, რომ თავად გამოიჩინოს შინაგანი ძალა, გონიერება, პასუხისმგებლობა, რომ თვითონ მიხედოს ამ საქმეს, ახლა ცდილობს როგორმე სხვებს მიაჩეჩოს ეს ტვირთი, ეს არის სავალალო. ასეთი პოლიტიკოსებით ქვეყანა მხოლოდ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა. ეს არის უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითი. თუ ვინმესთან უნდა დაეწყო პრეზიდენტს კონსულტაციები, ეს უნდა ყოფილიყო პირველ რიგში საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბრაზი და პროტესტი იმ არასწორი გადაწყვეტილების გამო, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო და არა ხელისუფლების სხვა შტოებთან, მიზეზით რომ მომაშორეთ ეს უფლებამოსილება მე მას ვერ ვახორციელებ. ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ქცევა , ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის დამღუპველია”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციაში "შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

იხილეთ ვიდეო: ანა ნაცვლიშვილი - იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა თავად მიხედოს შეწყალების საქმეს, ცდილობს როგორმე სხვებს მიაჩეჩოს ეს ტვირთი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა