მამუკა ხაზარაძე „მუქარის წერილზე“ - არაფერი შეცვლილა, წერილი გახარიასგან მივიღეთ, ვისი დაწერილია, გახარიასი, ივანიშვილის, მისი კარნახით თუ კოლექტიურად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს

არაფერი შეცვლილა, წერილი გახარიასგან მივიღეთ, ვისი დაწერილია, გახარიასი, ბიძინა ივანიშვილის, მისი კარნახით თუ კოლექტიურად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, - ამის შესახებ „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მედიას ე.წ მუქარის წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ პროკურატურისგან. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხვალ ადვოკატები შეიტანენ განცხადებას პროკურატურაში, რომ საქმეზე ინფორმაცია მიიღონ.

„უახლოეს დღეებში, ალბათ ხვალ, ჩვენი ადვოკტები შეიტანენ მეორე წერილს, რომ გავერკვეთ სად დგას საქმე, რატომ არ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და დაველოდებით ძალიან მშვიდად მათ პასუხს.

ჩვენი შემდგომი ნაბიჯი, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, იქნება პროკურატურის და ასევე სასამართლო სისტემის დემონტაჟი და ძალიან სწრაფად მათი ჩანაცვლება, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში კანონიერი, სამართლიანი, მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ. მუქარის წერილის ავტორის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„არანარი ორი განსხვავებული რამ არ მითქვამს. წერილი მივიღეთ გიორგი გახარიასგან, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გახარიამ დაბეჭდა თავის კომპიუტერზე. ჩვენ მისგან მივიღეთ ეს წერილი და შესაბამისად, წერილის დედანი ჩავაბარეთ. მე ვთქვი, რომ ვისი დაწერილია, მდივნის, ბიძინა ივანიშვილის, გიორგი გახარიასი თუ სამივესი ერთად, თუ ნაცვლიშვილი ეხმარებოდა და ა.შ, ამას ყველაფერს ნორმალურ ქვეყანაში უნდა ადგენდეს პროკურატურა. იმედია, ძალიან მალე ეს ყველაფერი შეიცვლება, თუ უახლოეს ერთ წელიწადში ეს არ მოხდა, პირობას გაძლევთ, რომ ეს გამოძიება ბოლომდე მივა”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები - კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?! (R)
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)