მამუკა ხაზარაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასრულდეს ის დამამცირებელი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა

ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასრულდეს დამამცირებელი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და მთელი საქართველო დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა, - ამის შესახებ საზოგადოებივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა „წყალტუბოს აღორძინების პროექტთან” დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხალხმა სახელმწიფო „ქართულ ოცნებას” სწორედ იმიტომ ჩააბარა, რომ ქვეყანაში ინვესტორები შემოეყვანა, „თუმცა ივანიშვილმა სახელმწიფო მათხოვრულ სიტუაციაში ჩააყენა“.

„ივანიშვილის განცხადება არის ასეთი: იგი ამბობს, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა ინვესტორების მოყვანა, ვერ მოახერხა თავი მოება წყალტუბოს მოვლისთვის და ამიტომ, რა ვქნა, მე უნდა გავაკეთო ეს ყველაფერიო. ჩვენ სახელმწიფო „ქართულ ოცნებას” ჩავაბარეთ სწორედ იმიტომ, რომ თავი მოება და ქვეყანაში ინვესტორები შემოეყვანა. ახლა ასეთ მათხოვრულ სიტუაციაში სახელმწიფოს დაყენება და ამავე დროს განცხადება, რომ მე ვარ სახელმწიფო, მე ვარ ბიუჯეტი და თქვენ არაფერი შეგიძლიათ, ქართულ ბიზნესს არაფერი შეუძლია, სამინისტროებს არაფერი შეუძლიათ და მარტო მე შემიძლია, მე პირადად ასეთ ქვეყანაში ყოფნა არ მინდა, მაგრამ აქედან წასვლას არ ვაპირებ. განვაცხადე, რომ ბიზნესიდან გამოვედი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ერთპიროვნული, დამამცირებელი სისტემა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და მთელი საქართველო ჩააყენა დამამცირებელ მდგომარეობაში, ბიზნესიდან დაწყებული დამთავრებული თითოეული ადამიანისგან, დამთავრდეს. მე დაგპირდით, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დღეს ჩვენთან გაერთიანდა არამარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მიერ შექმნილ მაფიოზურ, საბჭოურ სისტემას ერთხელ და სამუდამოდ ჩავანაცვლებთ ნორმალური ხალხის მმართველობით”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა