მეუფე ნიკოლოზი - მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს ჩააბარა აღსარება და ჩვენგანაც ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის

„მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს ჩააბარა ძალიან სერიოზული აღსარება და ჩვენგანაც ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის,“ - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე შეფასებით, მეუფე იაკობის ბრალდებები ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ წარმომადგენლებთან დაკავშირებით უსამოვნო და არაკორექტული იყო.

„რაც შეეხება მეუფე იაკობს, სამწუხარო ამბავია ესეც. ყველამ ნახეთ და მოისმინეთ მისი განცხადება, რომელიც იყო ძალიან უსიამოვნო, არაკორექტული ყველა თვალსაზრისით. პატრიარქმა დღეს ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ მეუფე იაკობმა გამოიჩინა ძალიან დიდი სულიერება, გადადგა ქორეპისკოპოსის და საფინანსო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს ჩააბარა ძალიან სერიოზული აღსარება, რომლის შესახებაც არავითარი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება და ჩვენგანაც ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

„ის, რაც მეუფე იაკობმა განაცხადა, გარდა იმისა, რომ არაკორექტული ფორმით იყო, თავისი შინაარსით ეს არის განხილვის საგანი და სწრაფად ამის განხილვა შეუძლებელია, მაგრამ დღეს ამის შესახებ არ ყოფილა საუბარი. ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, ოღონდ შესაბამისი ფორმით, ეს არ არის უბრალო საკითხი,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო