მიხეილ სააკაშვილი - დიდი გულისტკივილით ვაკვირდები საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს

ვინც რა არ უნდა თქვას, საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე, ყველაფერი არის ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რწმენა დასუსტდეს.

„დიდი გულისტკივილით ვაკვირდები საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს და ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ყველაფერი არის ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. სწორედ მან გათელა ფეხქვეშ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი რწმენა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები. ყველაფერი გააბაიბურა, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა და მართავს შუღლით და ამის ფონზე, ძარცვავს და ანადგურებს საქართველოს. მისთვის ძალიან მნიშვენლოვანია, რომ საქართველოში აღარ დარჩნენ ნამდვილი გმირები, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ამოსვაროს ლაფში და ტალახში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რწმენა დასუსტდეს. ამიტომ დღეს სახელმწოფოებრივი მნიშვნელობის და ქვეყნის გადარჩენის ამოცანაა მხოლოდ ერთი და ერთადერთი გამოსავალი: ოლიგარქის ჩამოშორება ხელისუფლებისგან და ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი - მაშინ ამოისუნთქებს საქართველო, მაშინ ჩამოიბერტყავს ამ ჭუჭყს, ამ წყვდიადს. საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს!“ - განაცხადა სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო