საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლობას იწყებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პარტნიორობის მიზანი იმ წევრი კომპანიების რაოდენობის გაზრდაა, რომლებიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში აქტივობებს განახორციელებენ. ამასთან, ამაღლდება პალატის კომპეტენცია წევრ კომპანიებში ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა და გენდერული თანასწორობა წახალისებისათვის.

„ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე.

თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში განხორციელდება, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება. პროექტის მიზანია, გაზარდოს კერძო სექტორის ჩართულობა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამ პროცესში გამოყენებული ძირითადი ინსტრუმენტი კი ქალთა გაძლიერების პრინციპებია, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს გლობალური შეთანხმების ოფისმა 2010 წელს შეიმუშავეს. ამჟამად საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებს 35 კომპანიის ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი.

ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო 'შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გაიმართება", - აღნიშნულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო