„ისლამურმა სახელმწიფომ“ დაჯგუფების ლიდერის ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და აშშ-სა და მის მოკავშირეებზე შურისძიება დააანონსა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
დაჯგუფებამ ალ-ბაღდადის „მემკვიდრეც“ დაასახელა და ახალ ლიდერად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაიში დანიშნა.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ მუქარის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც დაჯგუფება აშშ-სა და მის მოკავშირეებს შურისძიებით ემუქრება.
„ეშინოდეთ შურისძიების მათი ხალხისა და ურჯულო და მოღალატე საძმოს წინააღმდეგ,“ - ნათქვამია ჩანაწერში.
გარდა ამისა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მათი პრეს-სპიკერის აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირის სიკვდილიც დაადასტურა.
შეგახსენებთ, ამერიკულმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაცია სირიაში, იდლიბის პროვინციაში განახორციელეს. პენტაგონის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ალ-ბაღდადმა, რომელიც გვირაბის საშუალებით გაქცევას ცდილობდა, თავი აიფეთქა.
იხილეთ ვიდეო: "ისლამური სახელმწიფო" აშშ-სა და მის მოკავშირეებს შურისძიებით ემუქრება