თურქულის დაავადების გლობალური კვლევითი ალიანსის ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ტაილანდის სამეფოში, ქალაქ ბანგკოკში, თურქულის დაავადების გლობალური კვლევითი ალიანსის (GFRA) ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში, რომელსაც 25 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონფერენციაზე ვეტერინარიის სფეროს უახლესი სამეცნიერო ნაშრომები განიხილეს. მონაწილეებმა თურქულის დაავადების გამომწვევისა და მის საწინააღმდეგოდ ჩატარებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და გამოცდილება გააზიარეს. თურქული ცხოველთა ინფექციური დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და დიდი ეკონომიკური ზიანის გამოწვევა შეუძლია.

კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, საქართველომ წარმოადგინა კვლევითი სტატიები ქვეყანაში თურქულის დაავადების არასტრუქტურული ცილების ცირკულაციის დონის და, ასევე, მოზარდ ვაქცინირებულ ცხოველებში, ვაქცინაციის შემდგომი ანტისხეულების დონის განსაზღვრაზე.

„მსგავსი სახის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება საქართველოს დაეხმარება თურქულის დაავადებასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ გამოცდილების მიღებაში, სტაბილური კეთილსაიმედო ეპიზოოტიური სიტუაციის შენარჩუნებაში და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა