მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.

„ლელოს“ ახალი წევრები არიან: თორნიკე ჩიქოვანი - იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებების ლიგის” პრეზიდენტი; გოგიტა დათუკიშვილი - ფარმაცევტი, ხარისხის მენეჯმენტის კონსულტანტი; მარინა მამუჩაშვილი- ფერმწერი, ამჟამად ხელოვნების პედაგოგი; გიორგი ზურებიანი - წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი;

ალექსანდრე ჩუბინიძე- არქიტექტორი, პრაქტიკოსი, სამხატვრო აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; გურამ დოლენჯაშვილი - მხატვარი, სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი; თამარ ბუაძე - ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი; თორნიკე ადამაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული კინოს ასოციაციის” ხელმძღვანელი;

ვაჩე ჩინჩალაძე - კვების პროდუქტების წარმოების ქართული კომპანიის კომერციული მენეჯერი; მამუკა მახარაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; ნუკრი ტატიშვილი - პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, შეფ მზარეული; თამარ ჭალაგანიძე- კომუნიკაციების სპეციალისტი.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს