“ევროპული საქართველოს” წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ

„ევროპული საქართველოს“ წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი აშშ-ს სენატის, წარმომადგენელთა პალატის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„საუბარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასა და უკანონო ბორდერიზაციას შეეხო. ამას გარდა, საუბრის თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს შიდა გამოწვევები იყო. სენატორი ტომ კოტონი, კონგრესმენები ჯერალდ კონორი, სტივ ვომაკი, პოლ კუკი, ადამ კინსზინგერი, დევიდ ფრაისი - აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს სწორედ ამ წარმომადგენლებს შეხვდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები“, - აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა