ვახტანგ ძაბირაძე - შეწყალების საკითხზე სათათბირო ორგანოს შექმნის ინიციატივა გაუგებარია, პრეზიდენტს ასეთი კომისია ჰქონდა და გააუქმა

პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაკეთებული შეთავაზება, რომელიც შეწყალების საკითხზე სათათბირო ორგანოს შექმნას გულისხმობს, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ძაბირაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციაში შესწორება არ შეიტანეს, კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს ნებისმიერი დამნაშავე, სწორედ, აქედან გამომდინარე, ექსპერტი პრეზიდენტის შეთავაზებას გაუგებრად მიიჩნევს.

„შეწყალებისას რამე პროცედურა უნდა ჩატარდეს თუ არა ან ვინმეს უნდა ეთათბიროს თუ არა, ამ არჩევანში პრეზიდენტი, აბსოლუტურად, თავისუფალია. პარლამენტს რომ სთავაზობს სათათბირო ორგანოს შექმნას, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ხომ იყო კომისია, რომელიც ამ „შავ სამუშაოს“ ასრულებდა? როდესაც კომისიაში ალეკო ელისაშვილი მივიდა, გარკვეული რეგულაციები, შიდაგანაწესი შემოიღო. არ ვიცნობ ამ შიდაგანაწესს, მაგრამ ეს იყო გარკვეული ფილტრი იმისა, თუ რომელი კატეგორიის დამნაშავეებს არ ეხებოდათ შეწყალება. როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ეს კომისია გააუქმა და ახლა პარლამენტს რომ სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს, ვის უნდა დაეთათბიროს, პარლამენტს?!

თუ უნდა შექმნას სათათბირო ორგანო, მაგრამ რა შუაშია პარლამენტი?! პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, იმ კონსტიტუციაში გააკეთა ჩანაწერი და პარლამენტმა მეტი რა უნდა დაუზუსტოს?! არსებობს ე.წ უდო, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია, მაგრამ ეს არსებობს მთავრობასთან და არა პრეზიდენტთან. მაშინ იქ გადაიტანონ მთელი ეს უფლებები, მაგრამ იქ სხვა პირობები, სხვა მოთხოვნები და რეგულაციებია. პრეზიდენტს კი კონსტიტუციით არანაირი რეგულაციები არ აქვს, მის სინდისზეა დამოკიდებული.

თუ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ვერ ეცნობა ამ საქმეებს, დრო არ აქვს და ა.შ. ამისთვის არსებობდა კომისია, რომელიც შეარჩევდა. შერჩეულს კი მაინც უნდა გაეცნო. არ შეიძლება ასეთ რამეს ხელი ბრმად მოაწერო. 10-15-წუთიანი გასაუბრება მაინც არის საჭირო კომისიასთან ან კომისიის თავმჯდომარესთან, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს ხალხია შესაწყალებელი და ა.შ. ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეს, ვის შეიწყალებ და ვის არა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა და როგორც სააგენტოს აცნობა, სწორედ კომისიის ან სათათბირო ორგანოს შექმნაა „შეწყალების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის ძირითადი არსი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა