ეკა გიგაური - ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის პროცესს, კარგი იქნება, რადგან სამომავლოდ, როცა შეწყალება მოხდება, საზოგადოებაში კითხვები აღარ გაჩნდეს

ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის პროცესს, იქნება კარგი იმისთვის, რომ სამომავლოდ როდესაც შეწყალება მოხდება, საზოგადოებაში კითხვები აღარ გაჩნდეს, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიგაური აცხადებს, წინა პრეზიდენტის პირობებში არსებული მექანიზმი, შეწყალების კომისიის სახით, იყო მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევდა საქმეები გაეფილტრა და გადაწყვეტილება ისე მიეღო.

„მე არ მინახავს ეს დოკუმენტი, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რა მექანიზმებზეა საუბარი. ვფიქრობ, წინა პრეზიდენტის პირობებში არსებული მექანიზმი რაც იყო, შეწყალების კომისიის სახით იყო მნიშვნელოვანი მექანიზმი. ასევე ის შესძლებლობას აძლევდა პრეზიდენტს გაეფილტრა კონკრეტული საქმეები და ისე მიეღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის პროცესს, იქნება კარგი იმისთვის, რომ სამომავლოდ როდესაც შეწყალება მოხდება, საზოგადოებაში კითხვები აღარ გაჩნდეს",- განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა და როგორც სააგენტოს აცნობა, სწორედ კომისიის ან სათათბირო ორგანოს შექმნაა „შეწყალების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის ძირითადი არსი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო